27 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ასფალტის ახალი საფარი, ტროტუარი და მოაჯირები - მეტეხის ხიდი რეაბილიტაციის გამო დროებით დაიკეტა

ისტორიული ხიდი რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტისთვის და ტურისტებისთვის დროებით დაიკეტა. ასფალტის ახალი საფარი, ტროტუარი და მოაჯირები - მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის მერიამ 2 მილიონი ლარი გამოყო. კომპანიამ ისტორიული გადასასვლელი ისე უნდა გაარემონტოს, რომ ადგილმა პირვანდელი იერსახე არ დაკარგოს. გამაგრდება მეტეხის ხიდის საძირკველიც, რომელიც წლების განმავლობაში ზიანდებოდა.

მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან დროებით შეიზღუდა. გორგასლისა და ევროპის მოედნის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკა უკვე ადგილზეა და გზის საფარის განახლების პროცესი მიმდინარეობს.

გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონი, გამაგრდება თაღები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, შეიცვლება მოაჯირებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. 

ისტორიული ხიდი როგორც მერიაში განმარტავენ, უკვე დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განახლების პარალელურად, გამაგრდება საძირკვლები. 

მერიის მითითებით, რეაბილიტაცია მეტეხის ხიდზე ისე უნდა ჩატარდეს, რომ ისტორიულმა ადგილმა პირვანდელი იერსახე არ დაკარგოს. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები კომპანიამ ზაფხულის ბოლოს უნდა დაასრულოს.

დღის ამბები