27 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება, ახალი წლიდან კი 200 ლარი გახდება

1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება, ახალი წლიდან კი 200 ლარი გახდება - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო და ბიუჯეტიც განსაზღვრა. ქვეყანაში მცხოვრები 215 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 341 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ჯანდაცვის უწყება, რომელმაც მოწყვლადი ჯგუფის დახმარება უნდა უზრუნველყოს, ამბობს, რომ ამ კატეგორიის ბავშვებისთვის ბიუჯეტი იანვრის თვიდან დამატებით 200 მილიონი ლარით გაიზრდება.

წლების წინ სოციალურად დაუცველი თითო ბავშვი ბიუჯეტიდან 50 ლარს იღებდა, მოგვიანებით ეს დახმარება გაორმაგდა. იმ ოჯახებისთვის კი, რომლებსაც შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ამუშავებას გეგმავს.

არჩუაძეები 5 შვილით სოფელ მუხრანში, პატარა სახლის 1 ოთახში ცხოვრობენ. 7-სულიანი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო კი სოციალური დახმარებაა. თანხა, რომელსაც ახლა იღებენ 5 ბავშვისთვის საკმარისი არაა. მშობელი გვიყვება, რომ ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი სახლის ქირას, კომუნალურებსა და საკვებს ძლივს ყოფნის.

პრემიერის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტს ბავშვებზე ზრუნვა წარმოადგენს, დღეს გაჟღერებული წინადადება კი, მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნის ნაწილია. 

დღის ამბები