27 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას - პუტინი

პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთმა დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპისა და აშშ-ის მცდელობა, სანქციების დახმარებით, ქვეყნის საბანკო სისტემის კოლაფსი გამოეწვია, ჩაიშალა.

"რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას. დასავლეთის მცდელობა, სანქციების დახმარებით, განახორციელოს საბანკო სისტემის კოლაფსი და წარმოქმნას საქონლის დეფიციტი, ჩაიშალა. რუსეთის ფედერაციაში ინფლაცია სტაბილურია, მაგრამ ინფლაცია 8 აპრილის მდგომარეობით 17,5%-ია. ეს ყველაფერი, ცხადია, მოსახლეობის ბიუჯეტზე აისახება, ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს მხარი უნდა დავუჭიროთ. ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ, რუსეთში მოთხოვნა რიგ საქონელზე დაბრუნდა. აუცილებელია, დაჩქარდეს გარდამავალი საგარეო ვაჭრობა რუბლში და პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ვალუტაში," - განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები