27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს - ლევან ხაბეიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

სუსის ხელმძღვანელის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება ცილისწამებაზე ბრალდებას. გრიგოლ ლილუაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან მისი სახელის დაკავშირების გამო  ლევან ხაბეიშვილს, ტელეკომპანია "ფორმულას" და "მთავარ არხს" ედავება.

სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. მოწმის სტატუსით იკითხება ტელეკომპანია "მთავარი არხის" პროდიუსერი თეო გილიგაშვილი.

"ამ სასამართლო სხდომაში მონაწილეობას აღარ ვაპირებ იმ მიზეზით, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს. ამ მოსამართლეს ყველაფერი აინტერესებს რეალური საქმის წარმოების ნაცვლად," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 



დღის ამბები