27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
აპლიკაცია "Backup Ukraine", რომლის მეშვეობით შესაძლებელია 3D ფოტოს გადაღება და კულტურული ძეგლების გამოსახულებების ციფრულ არქივში შენახვა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხეშია, ამიტომ უკრაინელები მათ დასაცავად ახალ გზებს ეძებენ. მათ მოიგონეს მეთოდი, რომლის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი დაზიანდება ან განადგურდება, მომავალში პირვანდელი სახით აღდგენა მაქსიმალურად ზუსტად იყოს შესაძლებელი. ამისთვის იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. შეიქმნა აპლიკაცია "Backup Ukraine" - მისი მეშვეობით შესაძლებელია 3D გამოსახულების მქონე ფოტოს გადაღება და კულტურული ძეგლების გამოსახულებების ციფრულ არქივში შენახვა. აპლიკაცია "პოლიკამთან" ერთად ფუნქციონირებს და მას იუნესკო ხელმძღვანელობს.

წმინდა დომენიკეს ტაძარი, გვიანი ბაროკოს არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ ძეგლად აღიარებული ეკლესია, ლვოვში 1749 წელს აშენდა. ლვოვის სხვა ტაძრებთან ერთად, წმინდა დომენიკეს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

პროექტზე ჯგუფი "სკაირონი" მუშაობს. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სპეციალური პროექტი შექმნეს სახელად - "გადავარჩინოთ უკრაინის მემკვიდრეობა". 

პლატფორმაზე უკვე ატვირთულია რამდენიმე მემკვიდრეობის ძეგლი. გარდა ამისა, უკრაინელებმა საკუთარი საცხოვრებლის და თავშესაფრებიც გააციფრულეს. ყველაფერი, რაც მათთვის ახლა ძვირფასია, ღია, დაცულ ონლაინ არქივშია თავმოყრილი, არქივში, სადაც რუსული ბომბები ვერ აღწევს.

ბოლო მონაცემებით, 53 დღის განმავლობაში რუსულმა ტყვიებმა სულ მცირე 98 კულტურული და რელიგიური ძეგლი დააზიანა ან გაანადგურა.

განადგურებული შენობების 3D გამოსახულებებს "პოლიკამი" უკრაინის ონლაინ არქივში შემდეგი 5 წლის განმავლობაში შეინახავს, რათა დაზიანებული შენობები პირვანდელ სახეს ბოლომდე დაუბრუნდეს.

დღის ამბები