27 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
"რუსეთთთან ბრძოლა 10 წელიც შეგვიძლია,თუ საუბრის შესაძლებლობა არის, ვისაუბრებთ, ოღონდ არა რუსეთის ულტიმატუმზე" - ზელენსკი

ჩვენ რუსეთთან ბრძოლა 10 წელიც შეგვიძლია - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ საუბრის შესაძლებლობა არის, ჩვენ ვისაუბრებთ, ოღონდ არა რუსეთის ფედერაციის მიერ დაფუძნებულ ულტიმატუმზე," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო მალე დაიწყება მსგავსი საუბარი, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება, თუმცა სხვა ვარიანტის განვითარებაც არ გამორიცხა. "ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლა 10 წელიც შეგვიძლია," - აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგის არსებობის შანსები სულ უფრო ცოტა რჩება.

"შანსები მცირდება ყოველდღიურად. დაფიქრდით ბუჩაზე, ვოლნოვახაზე, მარიუპოლზე. გვიახლოვდება დრო, როდესაც საუბარი არავის არ სურს. ჩვენს საზოგადოებას არ სურს, რომ ჩვენ განვაგრძოთ მოლაპარაკებები," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები