27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
როდის გადმოასვენებენ სამშობლოში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს - საქართველოს ელჩის განმარტება

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მძიმე ბრძოლები გრძელდება. დანაკარგები იზრდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების რიგებშიც. ომის დაწყების დღიდან, ამ დრომდე დაღუპულია 9 ქართველი სამხედრო.

უკრაინაში საქართველოს საელჩო ახლა სამი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მუშაობს, რომლებიც საოკუპაციო ჯართან შეტაკებების დროს გუშინ დაიღუპნენ.

კვლავ ვერ ხერხდება მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება - მიზეზი ზღვისპირა ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა და ალყაა.

"კურიერთან" ინტერვიუში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა, დაჭრილი ქართველების მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

ამასთან, ელჩის თქმით, დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხერხდება. 

"სამი ქართველია დაღუპული აღმოსავლეთ უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, გადმოგვყავს კიევში, შემდეგ ლვოვში, ვარშავაში და საქართველოში.

ვნახოთ, ალბათ ოთხშაბათი-ხუთშაბათი უფრო რეალური ჩანს დღეის გადმოსახედიდან, მაგრამ ზუსტად, ალბათ ზეგ გვეცოდინება," - აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

დღის ამბები