უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინის აღმოსავლეთში რთული ბრძოლები იქნება, ყველაზე დიდი საფრთხე კი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ხარკოვში, კრამატორსკსა და სლოვიანსკშია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, რუსეთის არმიამ შეზღუდა თავისი "ნაპოლეონის გეგმები" დონბასზე დიდი ალყის მიმართულებით.
"მათ საკუთარი ძალების უფრო რეალური შეფასება დაიწყეს" - აცხადებს არესტოვიჩი.