27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მარიუპოლის მცველი უკრაინელი გმირები დანებებას არ აპირებენ - The Times-ის ჟურნალისტი

მარიუპოლის მცველი უკრაინელი გმირები დანებებას არ აპირებენ - ინფორმაციას უკრაინული UNIAN ავრცელებს.

"დანებება შეუძლებელია" - ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო პირის სიტყვებს The Times-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი ავრცელებს.

"მე ხაზზე ვარ მარიუპოლის ბოლო მცველებიდან ერთ-ერთთან. ის დაჭრილია. მისი თქმით, ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დანებება გამორიცხულია.  ის გრძნობს, რომ მათმა რაზმმა თავისი მისია შეასრულა. მათ სხვა ქალაქებს გადარჩენის შანსი მისცეს," - წერს შუსტერი.

დღის ამბები