27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი 21 წლის ნიკოლოზ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოში ომის გმირებს ემშვიდობებიან - დღეს კიდევ ერთი მებრძოლი, 21 წლის ნიკოლოზ შანავა დაკრძალეს. გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი. 

დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა. ნიკა შანავას დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდა შეტაკების დროს დაღუპულ დავით მენაბდიშვილის შვილი. აღსანიშნავია, რომ დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა ერთად იბრძოდნენ ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან ოკუპანტებთან შეტაკების დროს​.

გარდა ამისა, უკრაინაში შეტაკებების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "კურიერი" ესაუბრა მის ოჯახს. დაჭრილი სამხედროს მეუღლე აცხადებს, რომ ზურაბ მუდუქია მკურნალობას ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

"როგორც კი ომი დაიწყო, პირველივე დღიდან წავიდა. მოხვდა ტყვიის ანასხლეტები, დაუზიანდა თავი, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, გაუკეთდა ოპერაცია წუხელ. ამჟამად გონზე და ტკივილები აქვს თავის არეში," - განაცხადა დაჭრილი სამხედროს მეუღლემ.

ომის დაწყებიდან დღემდე 9 ქართველი მეომარია დაღუპული.

 

დღის ამბები