27 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ომის, სისასტიკის სიბნელეში, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ ტანჯულისთვის, ქრისტე აღსდგა"- რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულზე უკრაინელებს უმასპინძლა

უკრაინის ომის საკითხზე იყო საუბარი რომის პაპის სააღდგომო ქადაგებაში. კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. სააღდგომო წირვას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე უკრაინიდან მცირე დელეგაციაც ჩავიდა, მათ შორის მელიტოპოლის მერი, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ იყო გატაცებული. პაპმა მასთან შეხვედრა ლიტურგიამდე ცოტა ხნით ადრე გამართა.

"ამ ბნელ დროს, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ ბატონო მერო, პარლამენტარებო, ომის, სისასტიკის სიბნელეში, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, ვლოცულობთ თქვენთან ერთად და თქვენთვის. ჩვენ ვლოცულობთ ყველა ტანჯულისთვის. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ თქვენთან ერთად ვართ. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ იყოთ მამაცები.

ქრისტე აღსდგა. დაე აღდგეს ყველა იმ სამარხიდან, რომლებშიც ჩვენ ჩავკეტეთ. მოდით გავათავისუფლოთ ის ვიწრო საკნებიდან, რომლებშიც ასე ხშირად ვატუსაღებდით. დაე აღსდგეს ჩვენი მშვიდობიანი ძილიდან. მოდით, მოვიყვანოთ იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მშვიდობის ჟესტებით ამ დღეებში, რომლებსაც ომის საშინელების დაღი აქვს დასმული, გაბზარულ ურთიერთობებში შერიგების მეშვეობით, თანაგრძნობის გამოხატვით მათდამი, ვინც ამას საჭიროებს," - განაცხადა რომის პაპმა. 

დღის ამბები