პენტაგონის პრესმდივნის ჯონ ქირბის განცხადებით, ამერიკა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. მისივე თქმით, დახმარებაში შედის მათ შორის 11 M17 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ამერიკამ ავღანეთში გამოიყენა:
"ეს იქნება სამხედრო დახმარების მე-7 ეტაპი. მათი ნაწილი იმ იარაღისგან შედგება იმ იარაღისგან, რომელიც უკვე მივეცით უკრაინას, ნაწილი კი ახალი შეიარაღებაა. ეს იმისათვის, რომ მათ ომში დაეხმაროთ. 3,5 მილიარდი დოლარით ეხმარება უკვე ამერიკა უკრაინას.
ჩვენი შეიარაღებიდან უნდა გადავცეთ უკრაინას, 11 M17 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ჩვენ ავღანეთში გამოვიყენეთ. აქამდე უკრაინას 5 ასეთი ვერტმფრენი გადავეცით.
თუმცა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უკრაინას არტილერიის შეიარაღებას გადავცემთ. ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ მათ რუსულ სამხედრო აგრესიას. ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას იმით დავეხმაროთ, რაზეც მათ გვთხოვეს დახმარება. ეს კონკრეტული შეიარაღება მოითხოვს უკრაინელი სამხედროების დამატებით წვრთნას, რადგან არის კონკრეტული იარაღები, რომლიც გამოყენებაც ჯერ მათ ბოლომდე არ იციან. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია უკრაინელი სამხედროებისთვის შესაბამისი წვრთნა ჩავატაროთ.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩვენ ვცდილობთ უკრაინის მოთხოვა თავდაცვასთან დაკავშირებით, ყველანაირად დავაკმაყოფილოთ,"- განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ.