27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
გაციმბირებული უკრაინელები - ოკუპანტი დაპყრობილი მარიუპოლიდან ადამიანებს საბჭოთა მეთოდებით, იძულებით, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში ასახლებს

ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა, მათ შორის, ციმბირსა და არქტიკულ წრეში - ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. The Independent და The I წერენ, რომ მოსკოვმა გასულ თვეში გამოსცა სასწრაფო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის და დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების 95 739 მცხოვრები თავიანთი სახლებიდან 5 500 მილის მანძილზე უნდა გადაესახლებინათ.

რუსეთის მთავრობის ბრძანებულებით, 11 ათასი ადამიანი გაგზავნილია ციმბირში, 7 ათასი - შორეულ აღმოსავლეთში და 7 ათასი - ჩრდილოეთ კავკასიაში. უკრაინელები გადაასახლეს ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში. გამოცემა რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელთა ნაწილი გაგზავნილია კურილიის კუნძულების იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

კრასნოიარსკში - 10 000 , ომსკში დაახლოებით 7 000 ადამიანი, მურმანსკში 3500-მდე ადამიანი, ვლადივოსტოკში კი - 2000-მდე ადამიანი. The Independent​ წერს, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლებს მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები უხსნიდნენ ცეცხლს. როგორც იტყობინებიან, ხელის მომწერებს ეუბნებოდნენ, რომ მათ არ შეუძლიათ უკრაინაში დაბრუნება, ვინაიდან იქ მათ "დევნა ემუქრებათ".

რუსი სამხედროების იძულების ქვეშ გადაადგილება ოკუპანტი ქვეყნისკენ დღეში 20 000-ზე მეტი ადამიანს უწევს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ავრცელებს. ლტოლვილები რუსეთის სხვადასხვა ოლქში მოწყობილ ბანაკებშიც ხვდებიან. ოფიციალური კიევის ინფორმაციით რუსეთში გადაყვანილი ლტოლვილების საერთო რაოდენობა 500 ათას აღწევს. იძულებით გაყვანილი პირების საქმეებს სწავლობენ უკრაინის ძალოვანი უწყებებიც.

დღის ამბები