27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
რუსეთი კიევის დაბომბვით და გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების განადგურებით იმუქრება

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კიევზე შეტევით ოფიციალურად იმუქრება. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, გენერალი კონაშენკოვი უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიებისა და თავდასხმის მცდელობებში ადანაშაულებს და იმ ობიექტების და ცენტრების განადგურებით იმუქრება, სადაც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

რუს გენარალს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა რუსული არმიის სამიზნე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ან გენერალური შტაბი.

დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას რუსულ სასაზღვრო საგუშაგოებზე უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესახებ.  მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინელები თავს დაესხნენ კურსკის და ბელოგორდის ოლქებში უკრაინის საზღვარზე არსებულ პუნქტებს.

დღის ამბები