27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შემქმნელს, 115 წელი შეუსრულდებოდა - თარიღთან დაკავშირებით, ანსამბლი თბილისში ორ დღიან კონცერტს მართავს

ლეგენდარულ ქართველ მოცეკვავეს და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შემქმნელს, 115 წელი შეუსრულდებოდა.

ილიკო სუხიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ანსამბლი თბილისში ორ დღიან კონცერტს მართავს.

მაყურებელი 16 და 17 აპრილს იმ ცეკვებს იხილავს, რომელთა შესრულებით სუხიშვილებმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს.

თუმცა დიდი ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული ტრადიციული ცეკვების გარდა, პროგრამაში იქნება შვილიშვილის: ილიკო სუხიშვილი უმცროსის თანამდროვე ელემენტებიც.

ყველა კონცერტი ნაციონალური ბალეტის სავიზიტო ნომრით - ხორუმით დასრულდება.

დღის ამბები