27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
პასუხი უკრაინის პარლამენტის სპიკერის მოწვევაზე - რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ ბუჩაში საქართველოს პარლამენტიდან 2 დელეგაცია გაემგზავრება

რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ სხვა საკითხების მსგავსად "ქართული ოცნება" და ოპოზიცია სასაკლაოდ ქცეულ უკრაინულ ქალაქში ერთობლივ ვიზიტზე ვერ შეთანხმდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ბუჩაში ორი დელეგაცია გაემგზავროს.

მმართველ გუნდის ჯგუფს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის სპიკერს დღეს უკრაინელ კოლეგასთან ვიზიტთან და სადავო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია რამდენჯერმე ჰქონდა, სწორედ ამის შემდეგ მიიღო პაპუაშვილმა გადაწყვეტილება თავად ეხელმძღვანელა საპარლამენტო დელეგაციისთვის. ერთადერთი საკითხი რომელიც ბუჩაში ვიზიტამდე გადასაწყვეტია, უსაფრთხოებაა, შესაძლოა უკრაინული მხარის მოთხოვნით დელეგატების რაოდენობა შემცირდეს.

ვიზიტის საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. დეპუტატები უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს გაემგზავრებიან.

დღის ამბები