27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოზე - ISET-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რისკები და გამოწვევები განიხილეს

რა გავლენა შეიძლება იქონიოს უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოზე - საკითხი ISET-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე განიხილეს, სადაც გამოწვევებზე, რისკებსა და იმ გავლენებზე იმსჯელეს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე აისახოს.

თემაზე ისაუბრეს, ექსპერტებმა, კერძო და საჯარო სექტორების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

"დღევანდელი ღონისძიება ემსახურებოდა უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას და ამავდროულად იმის გაანალიზებას თუ საქართველოზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სანქციებს და ა.შ,"- აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

დღის ამბები