27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
რუსეთი 9 მაისს მარიუპოლში აღლუმის ჩატარებას გეგმავს - უკრაინული მედია

რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპაციის იმედს არ კარგავს და მარიუპოლში 9 მაისს "გამარჯვების კარნავალის" გამართვას აპირებს. ამის შესახებ Pravda მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ რუს ოკუპანტებს არ აქვთ კონტროლი ქალაქზე, ისინი მაინც ცდილობენ შექმნან მშვიდობიანი ცხოვრების "სურათი" და ემზადებიან მაისის "აღლუმისთვის."

ამასთან, სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის SBU-დან ვრცელდება ცნობა, რომ რუსი ოკუპანტები აპირებენ მარიუპოლის ცენტრის ცხედრებისა და ნანგრევებისგან გაწმენდას, რათა 9 მაისს "აღლუმის" გამართვა მოხერხდეს.

დღის ამბები