27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
არ უნდა მივცეთ "ოცნებას" შესაძლებლობა, ხელიდან გააშვებინოს ჩვენს ხალხს ეს ისტორიული შანსი - ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის კითხვარზე

საქართველოსთვის ევროკავშირის კითხვარის გადაცემას ფრაქცია "ლელო" ეხმაურება. "ლელოს" ლიდერებმა ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მმართველ გუნდს კითხვართან დაკავშირებით რამდენიმე პუნქტი შესთავაზეს, რათა დოკუმენტის ხელიდან გაშვების რისკი თავიდან იქნას აცილებული.

კითხვარის შინაარსის გასაჯაროება, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა აღნიშნულ თემაზე, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება - ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რაც ფრაქციამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის, შესაბამისად, "ლელოს" პოზიცია და მზაობაა იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა, რომ ხელიდან გააშვებინოს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული შესაძლებლობა. დროულად მოხდეს ამ კითხვარის შევსება. თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა კითხვებია გამოგზავნილი,"-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები