27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რატომ გადაწყდა უკრაინაში შალვა პაპუაშვილის გამგზავრება - ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილების საფუძველზე საუბრობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში წასვლის მიზეზი გახდა ის ოპტიმიზმი, რომელიც მმართველმა გუნდმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას დაინახეს, საქართველო - უკრაინას შორის ურთიერთობებთან მიმართებაში.

"ჩვენ ყურადღებით თვალ-ყურს ვადევნებდით ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.ეს ყველაფერი გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ, როგორც ხალხის, ისე სახელმწიფოს მიმართ. ამ კუთხით არის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება საუბარი ამ ვიზიტის ფარგლებში,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები