27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
როგორ მოხვდა საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე - საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელის განმარტება

"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში განმარტავს, თუ რატომ მოხვდა საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე. ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ფრანგი კოლეგების განმარტებით, საქართველოში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებმაც საომარი კონფლიქტები საკუთარ თავზე გამოსცადეს და მათ ეს საკითხი ყველაზე კარგად ესმით.

"პოსტევროპის მაღალი რანგის შეხვედრაში მონაწილეობდა 38 ევროპული ქვეყანა. იქ ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ დიდი რაოდენობა საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის, დიდი ალბათობით, გამოწვეული იყო იქიდან, რომ საქართველოში ახლა ცხოვრობენ ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, რა არის საომარი კონფლიქტის გარემოში ცხოვრება. ამიტომ, მეტად სტკივათ, ალბათ, ქართველებს და სწორედ ამან გამოიწვია ტვირთის ასეთი დიდი რაოდენობით გაგზავნა," - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით.

დღის ამბები