უკრაინაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების იმიტირებული საფლავები რუსეთის ქალაქებში, რუსულ რუბლზე დატანილი ანტისაომარი მოწოდებები და სატელეფონო ზარები რუს აბონენტებთან - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სამოქალაქო კამპანიებისა, რომელიც პუტინის რუსეთში უკრაინაში ომის შესახებ სიმართლის გავრცელებას ემსახურება.
რუსეთ-უკრაინის ომზე არსებული განწყობების საპასუხოდ შექმნილი პროექტები რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ აქტივისტების ერთგვარი პასუხია რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა აზრით, ომის დაწყებამდე ცხოვრება რუსეთში მოსაწყენი იყო. სამოქალაქო კამპანიების ძირითადი ნაწილი აგრესორ ქვეყანაში მალულად ხორციელდება, ვინაიდან ომის შესახებ სიმართლის თქმა რუსეთში 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.