უკრაინის დედაქალაქში კაფე-ბარებსა და სუპერმარკეტებს ხსნიან - მიუხედავად იმისა, რომ კიევში დღესა და ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმის და საჰაერო თავდასხმის საფრთხე არსებობს, დედაქალაქს ადამიანები უბრუნდებიან. გაიხსნა დიდი ნაწილი როგორც სუპერმარკეტებისა და აფთიაქების, ასევე კაფე-ბარებიც.
ადგილობრივების განცხადებით, დედაქალაქში ამ მომენტში სიმშვიდეა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ დაბრუნება და ცდილობენ ომის დაწყებამდე არსებულ ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდნენ.
"ჩვენ უკვე გავხსენით რესტორანი. ხალხი შედარებით ცოტა დადის. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დალაგდება და ხალხიც გააგრძელებს ჩვენთან სიარულს," - ამბობს კიევში მდებარე ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი.