27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
როდის გაიაფდება საწვავი, რომლის ფასიც ისტორიულ მაქსიმუმზეა - ნავთობ იმპორტიორებმა მთავრობის კანცელარიიდან ფასების კლების შესახებ გზავნილი მიიღეს

როდის გაიაფდება საწვავი - ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში დღეს არავის აქვს. ბენზინისა და დიზელის ფასი ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს მაშინ, როდესაც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამის გამო დღეს ნავთობ-იმპორტიორებმა მთავრობის კანცელარიიდან გზავნილი მიიღეს - საწვავის ფასის კორექტირება რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს.

გზავნილი მიიღეს, თუმცა საწვავზე არსებულ მაღალ ფასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები აქვთ ნავთობ იმპორტიორებს - გაზრდილ ფასებს ისინი მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნით ხსნიან. მიუხედავად მენავთობეების პესიმისტური განცხადებისა, მაინც არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო კვირიდან საწვავზე ფასი დაიკლებს, მთავარი ფაქტორი კი დოლართან მიმართებაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში გამყარებული ეროვნული ვალუტაა.

დღის ამბები