27 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
გაიჟღინთა ბავშვების ცრემლებით მიწა და მნიშვნელობა არ აქვს ეს უკრაინაში ხდება, საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - გია ვოლსკი

ოპოზიციამ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა ოპოზიციამ - განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ომში ჩართულ პარტნიორ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი და დეპუტატთა შემადგენლობა უნდა ჩავიდეს.

"კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ განემარტა მართლა მიდის თუ არა, როდის მიდის, როგორი იქნება შემადგენლობა, მიდის თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იღებს თუ არა იმ მოწვევას, რომელიც იყო ბატონი სტეფანჩუკისგან. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ აქ ნიშნის მოგებით და რაიმეს დამადლება ჩვენს მეგობრებთან არ უნდა იყოს მაშინ, როდესაც ბავშვები, ქალები - ამ გენოციდის შემდეგ უზარმაზარი მსხვერპლია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ვიზიტი უკრაინაში ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია.

"ბევრად უფრო დიდი რამე ხდება და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მოვა დრო, როდესაც დასრულდება ომი და მოგეცემათ საშუალება გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა იმ პარტიასთანაც და ვისთანაც გნებავთ, მაგრამ ახლა მემგონი ამის დრო არ არის. მე ვთხოვ შალვა პაპუაშვილს თვითონ ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეთ უკრაინაში, სამძიმარი ვუთხრათ უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას," - ამბობს ლევან იოსელიანი.

საპასუხო კომენტარი გააკეთა ვიცე სპიკერმა - გია ვოლსკის შეფასებით საკითხზე პოლიტიკური სპეკულაცია არ უნდა იყოს, უკრაინაში ვიზიტზე კი შესაძლოა პოზიციები გაიყოს.

"გაიჟღინთა ბავშვების ცრემლებით მიწა და მნიშვნელობა არ აქვს ეს უკრაინაში ხდება, საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ არსებობს ფასეულობები და ეს ფასეულობები - დარდი, გაზიარება უბედურების, ამ შემთხვევაში ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის არის საერთო და პოლიტიკურ ინსინუაციებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ჩასვლას, ვნახოთ, ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული საკითხები და შეიძლება პოზიციებიც გაიყოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები