27 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესში საელჩო ჩაერთვება - ხარკოვთან კიდევ 2 ქართველი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

ხარკოვთან მიმდინარე მძიმე ბრძოლის დროს, 2 ქართველი მოხალისე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი ადასტურებს. 

"ხარკოვთან დაიღუპა 2 ქართველი მებრძოლი და დაიჭრა 4. საკმაოდ მწვავე შეტაკება იყო ოკუპანტებთან. ძალიან ცხელ წერტილში არიან, შესაბამისად, არის საუბარი, რომ დაჭრილი მებრძოლები უნდა გამოიყვანონ, ალბათ ამ ტერიტირიიდან ცხედრებსაც გამოიტანენ. როგორც კი იქნება ისეთ ადგილზე, საიდანაც მოხერხდება საქართველოში მათი გადმოსვენება, ცხადია მაშინვე ჩავერთვებით," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი

დღის ამბები