27 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
9 აპრილის გმირები - 33 წელი სისხლიანი ღამიდან და სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება

1989 წელი, 9 აპრილი, დილის 4 საათი. საბჭოთა ჯარებმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. უკვე 33 წელია, მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.

1989 წლის 9 აპრილს აქციის დარბევისას დაიღუპნენ აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი. დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა ათასობით ადამიანი.

მათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ - ქვეყნის თავისუფლება. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე თავისუფლება მოიპოვეს.

ტრაგიკული ღამის მოგონებები წარუშლელია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საბჭოთა დარბევას გადაურჩნენ.

დღის ამბები