27 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
კიევი დასავლელი ლიდერების მთავარი დანიშნულების ადგილია - ბრიტანეთის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი უკრაინის ლიდერთან

კიევი კვლავ დასავლეთის მთავარი დანიშნულების ადგილია. დღეს უკრაინის დედაქალაქს ბრიტანეთის პრემიერი ეწვია.

ბორის ჯონსონი ომის დაწყებიდან ვოლოდიმირ ზელენსკის პირველად ესტუმრა. მასპინძელმა სტუმრისგან ბრიტანეთის მორიგი სამხედრო პაკეტის შესახებ დაპირება კიდევ ერთხელ მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერამდე, უკრაინის მთავარსარდალმა ავსტრიის კანცლერსაც უმასპინძლა.

გასული რამდენიმე დღე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სტუმრებით დატვირთული იყო. ვინც ჯერ კიევში არ ჩასულა, რუსული სამხედრო დანაშაულის შესახებ ეკრანებიდან და კოლეგების მონათხრობიდან იგებს.

დასავლეთი ომის ყველა დანაშაულის გამოძიებას და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯას აანონსებს.

დღის ამბები