27 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
კიევს ავსტრიის კანცლერი ესტუმრა - კარლ ნეჰამერი ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარების გაძლიერებას დაპირდა​

ევროკავშირის დელეგაციის შემდეგ კიევს უკვე ავსტრიის კანცლერი ესტუმრა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ საუბრისას კარლ ნეჰამერმა კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა. ავსტრიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტი დახმარების მიწოდებას დაპირდა.

"თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. სიგნალი მთელი ევროპისთვის, რომ ავსტრია მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ," - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერს.
 
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა უკრაინის პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტი დახმარების მიწოდებას დაპირდა

"ავსტრია უკრაინის მხარესაა ამ ომში და ის გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების გაძლიერებას. ავსტრია უკრაინის დასახმარებლად გააკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია,"- აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

დღის ამბები