27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
რადგან ქვეყანაში კორონავირუსი დამშვიდებისკენ მიდის, უფრო უნდა გავაქტიურდეთ კალენდარულ იმუნიზაციაზე - ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისში იმსჯელეს. გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა, განიხილეს იმუნიზაციის პროგრამა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

"იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განვიხილეთ ზოგადად იმუნიზაციის საკითხები, მხოლოდ კოვიდი არა. რადგან ქვეყანაში კორონავირუსი დამშვიდებისკენ მიდის, უფრო უნდა გავაქტიურდეთ, საერთოდ, კალენდარულ იმუნიზაციაზე," - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები