დაბომბილი კორპუსები, დანგრეული სახლები და ასობით გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე. "კურიერი" დღეს ჩერნიგოვში იმყოფება.
კიევის ჩრდილოეთით ჩერნიგოვის ოლქს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, თუმცა რუსული აგრესიის დანგრეული კვალი ქალაქის თითოეულმა მცხოვრებმა საკუთარ თავზე გამოსცადა.
ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ 21 დღის განმავლობაში სარდაფში იმყოფებოდნენ და გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდნენ, ვინაიდან მთელი ქალაქი იბომბებოდა.