ოკუპანტების მიერ შტაბბინად ქცეული ეკლესია - ტრაგიკული კადრები ჩერნიგოვიდან დღეს გავრცელდა.
ჩერნიგოვის რაიონში რუსმა სამხედროებმა ამაღლების სახელობის ტაძარი საკუთარ სამხედრო თავშესაფრად აქციეს.
საომარი მოქმედებებისგან დაზიანებულია ტაძრის გუმბათი და ჯვრები. საეკლესიო ნაგებობის მახლობლად მდებარე სოფლებში, ოკუპანტების მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.