27 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"დიახ, სიძულვილს ვგრძნობ რუსეთის, რუსი ჯარისკაცების მიმართ, როცა თვალწინ მიდგას მოკლული ბავშვები ფეხების, ხელების გარეშე" - ზელენსკის ინტერვიუ Bild-თან

სძულს თუ არა ზელენსკის რუსეთი? - ეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტს გერმანული გაზეთის, Bild-ის ჟურნალისტმა დაუსვა.

"დიახ, სიძულვილს ვგრძნობ რუსეთის, რუსი ჯარისკაცების მიმართ. როცა ეს სურათები მიდგას თვალწინ, მოკლული ბავშვები ფეხების, ხელების გარეშე. მე უკვე ტირილიც აღარ შემიძლია," - განუცხადა ზელენსკიმ გერმანელ ჟურნალისტს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არ იცის კიდევ რამდენ უკრაინულ ქალაქსა და სოფელში ჩაიდინეს რუსებმა ომის ისეთი დანაშაულები, როგორიც ბუჩაში.

"ჩვენ არ ვიცით რა ხდება სოფლებში სამხრეთით, როგორც ხერსონთან, ზაპოროჟიესთან, ასევე აღმოსავლეთში. ბევრი ქალაქი უბრალოდ მთლიანად განადგურდა. არც სახლები და არც ხალხი, არ ვიცი იქ რას ვიპოვით,"- აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ რას ხედავს უკრაინის პრეზიდენტი, როცა ღამით თვალებს ხუჭავს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას თითქმის აღარ სძინავს.

"მე ვერაფერს ვხედავ. ძალიან მიჭირს დაძინება. არ მახსოვს ბოლოს ნორმალურად როდის მეძინა,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

 

დღის ამბები