უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ჯერ კიდევ მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის. ამის შესახებ მან ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ეძებს ნებისმიერ გზას ომის დასასრულებლად. ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი, ზოგი შეფასებით, გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში. ჩემთვის რთულია ვთქვა და არ მინდა ავიღო პასუხისმგებლობა პროგნოზებზე. შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოს დაცვაზე და იმ ბრძოლაზე, რომელსაც მუდმივად ვაჩვენებთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს საოკუპაციო ჯარების თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით. ოკუპანტები აგროვებენ დიდი რაოდენობით ჯარს, აღჭურვილობას და შეიარაღებულ ადამიანებს, რომელთა მიზანიც უკრაინის კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაციაა.
ეს რთული ბრძოლა იქნება, ჩვენ გვჯერა ჩვენი ბრძოლის, გვჯერა ჩვენი გამარჯვების. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და ამავდროულად ვეძიოთ დიპლომატიაში ესა თუ ის გზები, რომელიც ამ ომის შეჩერებას შეძლებს. ჯერჯერობით... ჯერჯერობით ჩვენ ვსაუბრობთ პარალელურ დიალოგზეც,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.