27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"ვნახეთ როგორ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას, აუპატიურებენ ბავშვებს, კლავენ, წვავენ ყველაფერს, ეს არის რუსული სამყაროს არსი" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თავისუფლების დაცვა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და ეჭვის შეტანა იმაში, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი:

"ომიდან საკმარისი დრო გავიდა იმის გასაგებად ვინ ვინ არის, ვის რა შეუძლია და ვინ სად წავა საბოლოოდ. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ ვნახეთ როგორ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ აუპატიურებენ ბავშვებს, კლავენ, წვავენ ყველაფერს, რადგან ეს არის რუსული სამყაროს არსი.

სიკვდილის, სისხლისა და სიძულვილის 44 დღეს, რომელიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე, უკრაინამ დაამტკიცა, რომ იცის, როგორ დაიცვას თავისუფლება. რუსეთმა დაამტკიცა, რომ "რუსულ ნაციზმს" აქვს ღრმა ანტიჰუმანური საფუძველი და ყოველთვის სრულდება მასობრივი მკვლელობებით. ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და დაეჭვება, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა

 

დღის ამბები