საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს დღე არის ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ამ კონტექსტში მან უკრაინაზეც ისაუბრა.
"დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეებისთვის, იდეალისთვის, იგივე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი, ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმის იმედი, რომ ბრძოლა ღირს თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.