27 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ეს არ არის მხოლოდ ომის დანაშაულები, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ის, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში აკეთებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია:

"სინამდვილეში, რასაც ჩვენ კრამატორსკში ვხედავთ, ეს არის სტრატეგია იმისა, თუ როგორ აწარმოებენ ომს რუსული არმია და რუსული ჯარები. ისინი უბრალოდ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, რათა დააშინონ და არ მისცენ თავიანთი და საკუთარი ოჯახების ევაკუაციის საშუალება. მათ უნდათ შეაშინონ და პანიკა გამოიწვიონ უკრაინის ქალაქებში კაპიტულაციისთვის.

ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდეგი. მარიუპოლიც ჩვენი ტკივილია. ხედავთ, რას აკეთებენ მარიუპოლში. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ომის დანაშაულები, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, სისტემატური დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ,"- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი  ირინა ვენედიქტოვა.

დღის ამბები