27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება არის ომის დანაშაული - თეთრი სახლის პრესპიკერი

თეთრი სახლის პრესპიკერის განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება არის ომის დანაშაული.

ჯენ ფსაკის თქმით, აუცილებელია თავდასხმაზე ყველა პასუხისმგებელი სათანადოდ დაისაჯოს. 

"რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, იყო ის, რასაც თავად პრეზიდენტი ახასიათებდა, როგორც ომის დანაშაულს, რაც არის მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ სამიზნეში ამოღება. ეს არის კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკე რუსეთის მიერ. ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ თავდასხმის გამოძიებას, ჩვენ რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებას ვახდენთ, ვაკისრებთ მათ პასუხისმგებლობას. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების დახმარებისა და იარაღის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ქვეყანა. ცხადია, მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება არის ომის დანაშაული,"- აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.

რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმა სისასტიკედ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა გაერომაც:

"რკინიგზის სადგურზე იერიში, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ევაკუაციის მოლოდინში მყოფი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიუღებელია. თავდსახმა ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რისთვისაც დამნაშავეები ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ. გენერალური მდივანი შეახსენებს ყველა მხარეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და ასევე შეახსენებს იმ აუცილებლობის შესახებ რომ შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოხდეს კონფლიქტში ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია," - აცხადებს გაერო-ს სპიკერი სტეფან დუჯარიკი.

დღის ამბები