27 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
აჭარის ხელმძღვანელობამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და წითელი ტიტებით შეამკო

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმშიც. აჭარის ხელმძღვანელობამ მემორიალი გვირგვინითა და 9 აპრილის სიმბოლო - წითელი ტიტებით შეამკო.

"9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე და დარჩება, როგორც გმირობის უდიდესი მაგალითი და თავგანწირვის სიმბოლო. ზუსტად 33 წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს უკეთესი ქვეყანა გვქონოდა. პატივს მივაგებ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. დიდება გმირებს. 33 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა," - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. 

9 აპრილის ტრაგედიასა და დაღუპულ გრიმებს პატივი ფოთშიც მიაგებს.

9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა.



დღის ამბები