აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთია აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვნად ფართო კოალიციაა შექმნილი.
"შევხვდი ნატოში ჩემს კოლეგებს. პირველად ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ მონაწილეობას ნატოს მინისტერიალში. მინისტრებმა საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან ასევე მიიღეს მონაწილეობა. აგრეთვე ჯოზეფ ბორელმა. შევხდი ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან. ყველა ამ მოკავშირის მონაწილეობა ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვნად ფართო კოალიცია მთელი მსოფლიოდან არის ერთიან უკრაინასთან ერთად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია და დავეხმაროთ უკრაინას და პასუხისმგებლობა დავაკისროთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაში. ვმუშაობთ მჭიდრო კოორდინაციით, რომ გავზარდოთ საფასური რუსეთის მთავრობაზე. გუშინ გამოვაცხადეთ ახალი სანქციები რუსეთის უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებზე, კერძო ბანკებზე. პრეზიდენტ პუტინის ზრდასრულ შვილებზე. ევროკავშირიც აქტიურად მოიაზრებს ახალი ზომების გაძლიერებას. მათ შორის რუსულ ქვანახშირზე აკრძალვას, რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტებზე წვდომის აკრძალვას და ტრანზაქციებს ფინანსურ ინსტიტუტებში. ჩვენ განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერის საკითხი ,თუ როგორ შუძლიათ დაეხმაროს ნატო ისეთ პარტნიორებს, როგორებიცაა ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან რუსული აგრესიისა და კიბერუსაფრთხოების წინაშე, ასევე დეზინფორმაციის საფრთხეების მიმართ," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.