27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
რუსული ოპოზიციური მედიის "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ

რუსული ოპოზიციური მედიის  "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს მოსკოვი-სამარის მატარებელში თავს დაესხნენ. ნობელის პრემიის ლაურეატ დმიტრი მურატოვს მატარებლის კუპეში უცნობმა პირმა აცეტონიანი საღებავი შეასხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მურატოვი ავრცელებს. მისი თქმით უცნობი პირი თავს დაესხა შეძახილით, "მურატოვ, აი შენ ჩვენი ბიჭებისთვის".

მარტში მურატოვმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაიღო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. თავად მის მედიასაშუალებას კი მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის გამო.

პუტინის რეჟიმი მედიასაშუალებებს უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ომის რეალურ გაშუქებას უკრძალავს. იმ პირებს კი ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაგმო მოღალატეებად მოიხსენიებენ

დღის ამბები