უკრაინის არმიამ კონტროლი აღადგინა მიკოლაივის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსები აგრძელებენ მიკოლაივის მიმართულებით სროლას - ცდილობენ, შეაშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა, კიმის თქმით, ოკუპანტები თავად არიან შეშინებულები და სანგრებში გამაგრებულები ელოდებიან უკრაინელების თავდასხმებს.