რუსეთმა კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნა დაკარგა. ერთი საათის წინ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს. რეზოლუციას ხმა გაეროს 93 წევრმა სახელმწიფომ მისცა, მათ შორისა საქართველოც. წინააღმდეგი იყო 24, 58-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
გაეროს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რუსეთის მიერ ბუჩაში მოწყობილი სასაკლაო გახდა.
გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან რეზოლუციის მიღებისთვის ორი მესამედის თანხმობა იყო საკმარისი.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერების რეზოლუციის კენჭისყრის წინ საბჭოს სიტყვით მიმართა უკრაინის ელჩმა.
"რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში ყოფნა ნებას რთავს მოსკოვს ყოველდღიურად გაავრცელოს ტყუილები . ჩვენ ახლა უნიკალურ სიტუაციაში ვიმყოფებით რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა ახორციელებს საშინელ დანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დარღვევა კი უტოლდება ომის დანაშაულს . რუსულმა არმიამ ათასობით ადამიანი მოკლა, გააუპატიურა და გაძარცვა ბუჩაში. ძნელი წარმოსადგენია რომ ამის შემდეგ ხმის მიცემის უფლება აქვს რუსეთის ფედერაციას . მოვუწოდებთ რუსეთს როცა მას შეუჩერდება ხმის მიცემა, დაუბრუნდეს ასამბლეის გადაწყვეტილებების შესრულებას. თუ რუსეთი თავს გაირიცხავს, ეს მისი არჩევანი იქნება და დამნაშავე სხვა არ იქნება. ღილაკზე "არას" დაწერა ნიშნავს სასხლეტზე ხელის გამოკვრას. ეს ნიშნავს წითელ წერტილს ამ ეკრანზე, ისეთივე წითელს როგორიც იყო უდანაშაულო დახოცილი ადამიანების სისხლი. ამ წითელი წერტილების გამოსახულება კი დარჩება თქვენთან, ისევე როგორც მეხსიერებიდან არ ამოიშლება. ამიტომ ეს უნდა გახსოვდეთ," - განაცხადა გაეროში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ.
გაერო-ში რუსეთის ელჩი გენადი კუზმინი განვითარ6ებულ პროცესებს აშშ-ის მხრიდან დომინანტობის მოპოვების მცდელობას და ადამიანის უფლებათა საბჭოს კოლონიზაციას უწოდებს:
"რასაც ახალ ჩვენ ვხედავთ არის შეერთებული შტატების მხრიდან დომინანტობის მოპოვების მცდელობა და ადამიანის უფლებათა საბჭოს კოლონიზაცია . საბჭოს ზოგიერთი წევრი კი მზადაა ამას დაემორჩილოს . ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო კონსტრუქციული დიალოგის გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა. ჩვენ ვიცავთ და მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს. ჩვენ მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები კი ძირითადად ყალბ ინფორმაციას ეფუძნება. მოგიწოდებთ რომ არ აჰყვეთ დასავლეთის ქვეყნებს და მისცეთ ხმა მათ წინააღმდეგ რომ არ დაინგრეს უსაფრთხოების არქიტექტურა," - განაცხად აგენადი კუზმინმა.