საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ნატოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ხაზგასმაა იმ პარტნიორობისა, რომელიც საქართველოსა და ალიანს შორისაა და აღიარებაა ქვეყნის მიერ ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული პროგრესისა:
"მინისტერიალში მონაწილეობა ცალსახა ხაზგასმაა იმის, რომ ერთის მხრივ საქართველო არის ღირსეული და ღირებული პარტნიორი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, მეორეს მხრივ კი ეს ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ტრადიციულად რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩემს მიერ გამართული შეხვედრების ფარგლებში, კოლეგა მინისტრებთან ერთად, მქონდა შესაძლებლობა მეცნობებინა მათთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ახალი დღის წესრიგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპული ინტეგრაციის გზაზე,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.