27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება - 51 ოჯახმა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად კახა კალაძისგან ჩაიბარა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. კახა კალაძემ, გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. იმ ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

ღლონტების 5 სულიანი ოჯახი დღეიდან საკუთარ ბინაში იცხოვრებს, ფართი რომელიც 20 წლის განმავლობაში მათთვის უკანონო საცხოვრისი იყო, ახლა საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცათ. ფართები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში გლდანში, დიდუბესა და ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა შენობებში, გარკვეული პრობლემების გამო დაუკანონებელ ბინებში ცხოვრობდა.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახებმა პირადად კახა კალაძისგან ჩაიბარეს. თბილისი მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ უკანონო ფართების დაკანონებაა, იმ ოჯახებისთვის, ვინც გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, საცხოვრებლის დაკანონებას ვერ ახერხებს ფართების დაკანონება სპეციალურად შემუშავებული პროცედურების გავლის შემდეგ ხდება. მერიაში განმარტავენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განცხადებით, პირველ რიგში, ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართონ.

ფართების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი უკვე 2200 ოჯახს დაუკანონდა.

 
დღის ამბები