27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მორიგი სასამართლო სხდომა ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის საქმეზე - მოწმედ ექსპერტი გამოიკითხა

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის, ამირან ჯანაშიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ამჯერად პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე ექსპერტი ლია კაცოშვილი გამოიკითხა.

მისი თქმით, ჯანაშიას ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალია, რაც შეიძლება იყოს, როგორც იარაღის, ასევე, ნებისმიერი სხვა საგნის. ადვოკატების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს მისი კუთვნილი გასაღებების ჩამოსაკიდის იყოს, ექსპერტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კვალი რკინის შემცველ ნებისმიერ საგანს შეიძლებოდა დაეტოვებინა.

ამირან ჯანაშია 2021 წლის 29 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება ჯანაშიას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დღის ამბები