ცოტა ხნის წინ, ბრიფინგი ჰქონდა დიმიტრი კულებას. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინა ამ ომით არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას იცავს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებაა.
"მე აქ მარტივი მიზეზით ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი 3 საკითხს მოიცავს, ეს არის: იარაღი, იარაღი და იარაღი. ევროატლანტიკური უსაფრთხოება განუყოფელია, ჩვენ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ NATO-საც ვიცავთ. მოხარული ვარ, პარტნიორებს უკვე ესმით ეს ფაქტი, რომ უკრაინა მხოლოდ თავის თავს არ იცავს, რომ უნდა გაიზარდოს უკრაინის მხარდაჭერა. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდები და ველოდები დისკუსიების შედეგებს. რუსეთმა კიევის მიდამოებიდან სამხედროები არა კონსტრუქციული ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყვანა, როგორც ეს კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, არამედ იმიტომ, რომ ჯარი დონბასისთვის საბრძოლველად გამოიყენოს. ბრძოლა დონბასისთვის მაქსიმ ნიშნულზე არ მისულა. ყველაფერი საბრძოლო ველზე გადაწყდება. ბუჩას სასაკლაო არის აისბერგის წვერი, მარიუპოლში სიტუაციის კიდე უარესია. ამის შემდეგ როგორ უნდა ვისაუბროთ რუსებთან, მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს მათთან - მითხარით ვინ ხართ? აუპატიურებთ ბავშვებს, ქალებს, ცხოველებსაც კი ხოცავთ.
ბრძოლის შედეგები და სანქციები განსაზღვრავს მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის პოზიციებს. იარაღი ფულივითაა,მას სიჩუმე უყვარს. დეტალებში არ შევალ მაგრამ ახალა საქმე შემდეგშია: ახლა უკრაინას იარაღის გადაცემის საჭიროება კი არ უდგას, არამედ დროზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იარაღი დროულად გადმოგვეცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაიღუპოს. თუ მეხუთე პაკეტი იმ შინაარსით ამოქმედდება, მაშინ რუსეთზე სერიოზული წნეხი განხორციელდება, მაგრამ თუ ევროპა რუსული გაზის შეძენას განაგრძობს, მაშინ ისე მოხდება, რომ ერთი ხელით ჩვენ გვეხმარებიან და მეორე ხელით რუსეთს. ჯერ ამბობდნენ, რომ მოგვცემდნენ თავდაცვით იარაღს და არა შემტევს, ახლა შემტევზეც არის საუბარი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა იარაღი უკრაინისთვის თავდაცვითია. რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს კიდევ, რომ არ გადაიღალოთ სანქციებით, როცა თავად უკრაინა არ იღლება ბრძოლით?!,"-განაცხადა კულებამ.