27 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მოუთმენლად ველი ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას - სტოლტენბერგი საქართველოს ალიანსისთვის ღირებულ პარტნიორად მოიხსენიებს

 

საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე NATO-ს გენერალური მდივანი ბრიუსელში განცხადებებს აკეთებს. მინისტერიალზე განიხილავენ უკრაინის საკითხს - რა გზები შეიძლება გამოინახოს უკრაინის მეტად დასახმარებლად, განსახილველ საკითხებს შორისაა პარტნიორების დახმარების საკითხი.

მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი დაიწყო დამოუკიდებელი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ალიანსი არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ NATO-მ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლონ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც შესაძლოა გახდნენ რუსეთის მხრიდან ასევე აგრესიის მსხვერპლნი. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს ღირებული პარტნიორი უწოდა და თქვა, რომ ელოდება ქვეყნის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

"მოუთმენლად ველი საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ზოგადად ჩვენ ყოველთვის მოუთმენლად ველით ჩვენს ძალიან ღირებულ პარტნიორ საქართველოსთან შეხვედრას. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია NATO-ის. ამიტომ ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უზრუნველყოფენ საქართველოსთვის დახმარებას, რაც გულისხმობს NATO საქართველს არსებითი პაკეტის მხარდაჭერას, ისეთ სფეროებში როგორიცაა: სიტუაციური ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების კუთხით კომუნიკაციის გაძლიერება, მედეგობის გაზრდა, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კიბერ-შესაძლებლობების განვითარებაში. ასევე გავზრდით საქართველოში ნატოს ოფისში პერსონალის რიცხვს,"- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს – დავით ზალკალიანის ნაცვლად საგარეო უწყებას ამიერიდან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

ასევე დღევანდელი დღე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, რა თქმა უნდა, ბუჩაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო. მან თქვა, რომ ეს არის ბარბაროსობა და ომის დანაშაული. აქვე სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ყველა ვინც იყო ჩართული საზარელ მკვლელობებში აუცილებლად უნდა დაისაჯოს. NATO დაეხმარება უკრაინას მტკიცებულებების მოპოვებაში რაც შემდეგ გადაგზავნილი იქნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.

დღის ამბები