აშშ-ის პრეზიდენტმა რუსების მიერ ბუჩაში ჩადენილ სასტიკ ქმედებებს ომის დანაშაული უწოდა, თუმცა, მისი თქმით, ეს არა რის გენოციდი. CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.
"შესაძლოა გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს, როდესაც პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, თუმცა თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის [პუტინი] ომის დამნაშავეამ, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრიბოთ ინფორმაცია. გავაგრძელებთ უკრაინის მომარაგებას ბრძოლისთვის საჭირო იარაღით და ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს," - განაცხადა ბაიდენმა.