27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! - შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებებს ეხმაურება. საუბარია ირინა ვერეშჩუკის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. 

"მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! ასეთი ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია,"-წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
 
დღის ამბები